Readme.ge Blog

FB image FB image

PSD, AI და EPS ფაილები ვინდოუსში და მისი Trumbnails

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Saturday, June 6th, 2009

ამ თემაში მოკლედ განვიხილავ flv, mp4 და mov ვიდეო ფაილები ვინდოუსში და მისი Trumbnails-ის მსგავს თემას, რომელიც შეეხება PSD, AI და EPS ფაილებს. როგორც წესი windows-ში ჩანს მათი ხატულა მაგრამ არ ჩანს მათი ე.წ. ”ხედი”, ქვემოთ სურათის მიხედვით უფრო კარგად მიხვდებით თუ რაზეა საუბარი –
notrumb
მაშინ როცა ეს ფაილები ყველაფერი რაოდენობრივად ბევრია ძნელია მხოლოდ სახელით მოძებნო სასურველი ფაილი ან გახსნა ყველა Photohop-ში და იქ ეძებო. ამიტომ შეგვიძლია ამ ფაილებისთვისაც ისევე როგორც jpg სურათებისთვის გამოვაჩინოთ ხედები.
ამისთვის საჭიროა 2 dll და 2 reg ფაილი. შეგნებულად არ დავდებ ამ ყველაფრის ავტომატურ ინსტალატორს, რადგან ამით დეტალურად გეცოდინებათ სისტემის მუშაობოს პრინციპი და შეგეძლებათ ნებისმიერი რედაქტირება ან წაშლა პრობლემის შემთხვევაში.
გადაწერა » psd-eps-ai.zip
ამოვაარქივოთ ეს ფაილები და იქ არსებული aiicon.dll და psicon.dll გადავწეროთ C:\Program Files\Common Files\Adobe\Shell\ დირექტორიაში (თუ არ არის Shell დირექტორია შევქმნათ იგი ამ სახელით). ხოლო დარჩენილი 2 ფაილი aiicon.dll.reg და psicon.dll.reg დავაიმპორტოთ რეგისტრში, მასზე ჩვეულებრივ 2-ჯერ დაწკაპუნებით და YES >> OK -ით. 🙂
ამ ყველაფრის მერე შესაძლოა დაგვჭირდეს რესტარტი და შედეგად იგივე სურათს რაც ზემოთ იყო ნაჩვენები მივიღებთ ასეთს –
trumb

ეს არის და ეს წარმატებულ გადა-Trumbnails-ებას გისურვებთ 🙂

შენიშვნა – დატესტილია windows XP და Vista-ზე.
ყოველგვარ პასუხისმგებლობას ცუდ შედეგებზე თავიდან ვიცილებ 😀
ყოველი შემთხვევისათვის ამ ოპერაციების ჩატარებამდე(!) –
სასურველია გააკეთოთ რეგისტრის ბასკუპი ( backup ) 😀

კატეგორიებში: სხვადასხვა. |

4 გამოხმაურება “PSD, AI და EPS ფაილები ვინდოუსში და მისი Trumbnails”-ზე

  1. დელფი:

    საინტერესო სტატიაა. მართალია, მე ვინდოუსს აღარ ვიყენებ, მაგრამ სხვებს გამოადგებათ.

    ჰო, backup-ს ქართულად მარქაფი ჰქვია 😉

  2. ალექსანდრე:

    🙂 კი ჰქვია backup-ს ქართულად მარქაფი, მაგრამ სანამ ამ თემაზე ქართული ტერმინოლოგია – დილემა ცოტა მაინც არ იქნება პასუხი, თუნდაც იგივე მარქაფს მოუწევს ისევ ბექაფი დავუძახოთ 🙂 თუმცაღა ამ კონკრეტული სიტყვის თარგმანზე წინააღმდეგი არ ვარ, განსხვავებით იგივე – თოლიასი 🙂

  3. Samurai:

    🙂 მშვენიერია. სახლში მივალ თუ არა, მაგ ფაილებს გადმოვწერ. სულ პრობლემა მაქვს ხოლმე და ადობე ბრაუზერის სულ გახსნა კიდევ მეზარება :))

    ისე, ბექაფს მარქაფი რატო ქვია?

  4. თაზო:

    გმადლობ.. ილუსტრატორს და ფოტოშოპს ხშირად ვიყენებ და მეც მღლის მაგ პროგრამების გახსნა 2 წუთისთვის..)))

დატოვე კომენტარი

...