პარტიშენების დამატება
არსებულ ცხრილზე პარტიშენის დამატება ხდება მარტივი წესით. მაგალითად გვაქვს შემდეგი სტრუქტურის ცხრილი
1 2 3 4 5 6 7 8 9 | CREATE TABLE <span STYLE="font-family: Courier;">test_table</span> ( FULLNAME varchar2(200), birthday DATE ) partition BY range (birthday) ( partition b1970 VALUES less than (TO_DATE('1970-10-01 00:00:00', 'YYYY-MM-DD HH24:MI:SS')) ) |
ჩვენ ამითი შევქმენით ცხრილი რომელსაც აქვს 1 პარტიშენი birthday სვეტის მიხედვით და პირობაში გვიწერია რომ პარტიშენში სახელად ’b1970’ ჩავარდეს იმ პერსონების მონაცემები რომლების დაბადების წელი მეტია 1970-ზე
შემდგ შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დამატებები
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 | ALTER TABLE test_table ADD PARTITION B1980 VALUES LESS THAN(TO_DATE('01/01/1980','DD/MM/YYYY')); ALTER TABLE test_table ADD PARTITION B1990 VALUES LESS THAN(TO_DATE('01/01/1990','DD/MM/YYYY')); ALTER TABLE test_table ADD PARTITION B2000 VALUES LESS THAN(TO_DATE('01/01/2000','DD/MM/YYYY')); |
ამის შემდეგ კი ჯამში გვაქვს 4 პარტიშენი.
პარტიშენში სახელად B1970 მოხვდება ის ჩანაწერები რომლის birthday სვეტის მნიშვნელობა იქნება 1970-ზე მეტი, B1980 – რომლის birthday სვეტის მნიშვნელობა იქნება 1980-ზე მეტი, და ა.შ. ვინაიდან 1980-ზე მეტი მოხვდა B1980-ში ამიტომ ის პირობა რომ 1970 მოხვდეს 1970-ზე მეტის მნიშვნელობები უფრო დაკონკრეტდა და პარტიშენში სახელდა 1970 მოხვდა მხოლოდ ის ჩანაწერები რომლებიც არის 1970-ზე მეტი ან ტოლი და 1980-ზე ნაკლები. ანუ თითო პარტიშენში მივიღეთ მხოლოდ ის ჩანაწერები რომლებიც არის ჩვენი მაგალითის ათწლეულში.
ხოლო რაც შეეხება პარტიშენს B2000. თუ ამის შემდეგ არ იქნება ახალი პარტიშენი დამატებული მაშინ B2000-ში მოხვდება ყველა იმ ათწლეულის ჩანაწერი რომელიც მეტია 2000-ზე