Readme.ge Blog

FB image FB image

ვებ მედია ფლეიერები

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sunday, January 6th, 2008

დღეისთვის ვებ სივრცეში მეტად აქტუალური გახდა მედია კონტენტები. უფრო სწორედ რომ ვთქვათ მედია ფლეიერები რომლებიც ამ თუ იმ მედია ფაილის დაკვრას ემსახურებიან. თავიდან ძირითადში მოიპოვებოდა მედია ფლეიერი რომელიც წარმოადგენს windows media player-ის ვებ პლაგინს. ასევე არსებობდა და არსებობს ისეთი ვებ მედია ფლეიერების პლაგინები როგორიცაა Real player და QuickTime. შემდგომში გამოჩნდა Divx web Player-ისა და Gom Player -ის პლაგინები. თუმცა ამ ყველას თავთავიანთი ნაკლი გააჩნია. მართალია windows media player პაკეტში მოყვება windows -ის საინსტალაციოს მაგრამ რა დააშავა ლინუქსისა და მაკის მომხმარებლებმა?. ამ შემთხვევაში ცოტათი უკეთეს სიტუაციაში არიან დანარჩენი ფლეიერები რადგან მათ გააჩნიათ სხვა პლათფორმის მხარდაჭერაც. მაგრამ საერთო ნაკლი მაინც არის აქ – უნდა გეყენოს ეს პლაგინი.
არსებობს კიდევ ერთი გზა – ფლეშ მედია ფლეიერები. ყველა შემთხვევაში ფლეშ პლაგინი უნდა გვეყენოს ნებისმიერი ბროუზერისათვის რათა უმარტივესი გვერდის კი სრულად გახსნას(მენიუ, ბანერი, ღილაკი და.ა.შ) . ისინი წარმატებით ახორციელებენ ისეთი მედია ფაილების სტრიმინგსა და წაკითხვას როგორიცაა flv, mp3. FLV ფორმატმა დიდი გამოყენება ჰპოვა დღევანდელ ვებ სივრცეში. იგი წარმოადგენს

flv ფლეშ ფლეიერები არსებობს მრავალი სახის. დიდი დეველოპერები ძირითადში გამოიყენებენ თავიანთ პროდუქტირებულ ფლეიერებს (YouTube, Google Video, Reuters.com, Yahoo! Video, MySpace).
არსებობს კიდევ რამოდენიმე ოფენსორსი ასეთი ფლეიერებისა (JW და xmoov) და აქედან შედარებით სტაბილურ ვერსიად ვთვლი www.jeroenwijering.com -ს . მას გააჩნია თემის შეცვლის მხარდაჭერა. RSS -თა და XML -ით ფლეისითების მხარდაჭერა. ქართულ ვებ სივრცეში ზემოთხსენებულ ფლეიერს წარმატებით იყენებს ისეთი ვებ გვერდები როგორიცაა www.Imedinews.ge , www.imedi.ge , www.levangachechiladze.com და სხვა. ამ ბლოგის მთავარ გვერდზე განთავსებული ვიდეო დამკვრელიც სწორედ ამ ფლეიერს წარმოადგენს.
ასევე კარგ ფლეიერს წარმოადგენს xmoov ფლეიერი, მაგრამ პირდად მე არ დამიტესტია ეს ქმნილება და მალე შემოგთავაზებთ ტესტირების შედეგებს. თუმცა ხმამაღლა მინდა ვთქვა რომ JW ფლეიერი საკმაოდ კარგი ფლეიერია და აბსოლიტურად მორგებადი თქვენს ვებ კონტენტზე.
მინდა აქვე ავღნიშნო არსებული ერთერთი ნაკლოვანება, რომელიც გააჩნია და სასურველი იქნებოდა ჰქონდეს ვებ მედია ფლეიერებს. ეს არის ხმის კონტროლის პოზიცია, ანუ როცა ხმას რაღაც პოზიციაზე დავაყენებ მაგ. 70%-ზე, ვებ გვერდის განახლების შემდეგ ეს ხმის მაჩვენებელი იცვლება სტანდარტულით, ძირითადში 100%-ით. სასურველი იქნებოდა სადმე შეენახა (მაგ. კუკში ან თავისი რაღაც ჯანდაბა ხომ ააქვს ფლეშს 🙂 ) ხმის ნორმალიზაციის ბოლო ქმედება და შემდგომ ამ პარამეტრით ესარგებლა მანამ სანამ არ მოვახდენდით ახალ ქმედებას ხმის ნორმალიზაციაზე.
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ მაშინ როდესაც დგება დრო გამოსახულების მაღალი ხარისხისა, პრობლემა იქმნება ამ ფლეიერებთან და საერთოდ ფლეშ ფლეიერებთან დაკავშირებით. რადგან წარმატებული მაღალი ვიდეო გამოსახულება მაინც ვერ იქნება მიღებული. ამისათვის უკვე საჭიროა მოვძებნოთ რამე სხვა ფლეიერი. ასეთი ჩემს მიერ ნაპოვნი იქნა ე.წ. Divx ფლეიერი. იგი წარმატებით ახორციელებს ისეთი მედია ფაილების დაკვრას რომელსაც გვაქვს უფლება თავისუფლად უწოდოთ HD ხარისხი. ასეთი ვიდეო ფაილების ზომა გაცილებით მეტია ვიდრე FLV-სი. მაგ 4 წუთიანი FLV ვიდეოს საშუალოდ წარმოდგენს 11-15 მგბ-ს, მაშინ როდესაც იგივე HD ხარისხის ვიდეო ფაილის ზომა 150 მგბ – 300 მდე აღწევს. ის ფაქტორი რომ ამისათვის საჭიროდა ინტერნეტის სიჩქარის მაღალი შეერთებაც ეს მეორე საკითხია. ამჯერად ჩვენს ვსაუბრობთ იმაზე რომ წარმატებით მოსული ვიდეო ფაილი წავიკითხოთ ისე რომ ხარისხი შენარჩუნებული იყოს. მინდა ავღნიშნო რომ Divx -ს გააჩნია კარგი მხარდაჭერა ვებ პლაგინის გამოყენების დროს. მისი ვებ ფლეიერი სრულად მართვადი არის Javascript-ით და ეს ხელს უწყობს მის ინტეგრირებას და სტილირებას ვებ დეველოპერებისათვის.

დაუსრულებელი სტატია

კატეგორიებში: მედია კონტენტი. |

ერთი გამოხმაურება “ვებ მედია ფლეიერები”-ზე

  1. დალი:

    გამარჯობათ, მოკლედ ხომ ვერ მეტყვით ფლეიერის განთავსება საიტზე როგორ ხდება?

დატოვე კომენტარი

...