Readme.ge Blog

FB image FB image

მომავლის საძიებო სისტემა

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Tuesday, August 26th, 2008

რამოდენიმე დღის წინ ერთი ძალიან საინტერესო საძიებო სისტემა აღმოვაჩინე. საძიებო სისტემები რომ ძალიან ბევრია და მათ შორის რამოდენიმე საუკეთესოს გამორჩევა შეგვიძლია ეგ ახალი ამბავი აღარაა, მაგრამ ეს სისტემა გამოირჩევა მისი ვიზუალური გაფორმებით. მოკლედ ძიების რეზულტატი ზემოთ ხსენებულ საძიებო სისტემაში, რომელიც გათავსებულია მისამართზე www.searchme.com -ზე გამოდის სურათის სახით, რომელიც წარმოადგენს ვებ გვერდის ანაბეჭდს სადაც იქნა ეს სიტყვა ნაპოვნი. ძიება აგრეთვე შეგვიძლია როგორც სურათების ასევე ვიდეოებისაც. მისი გამოტანაც ხდება ზემოთ ხსენებული ხერხით. მასში განხორციელებულია სრული drag&drop, მარჯვენა-მარცხენა გადახვევის სქროლი, რეზულტატების გადათრევა გადმოთრევა და ა.შ.
აგრეთვე სიტყვის ძიების შემთხვევაში მოტანილ სურათზე ადგილზევე არის მონიშნული პოზიციები თუ სად იპოვა ეს სიტყვა.

მის ქვემოთ არის ძიების ტექსტური შედეგებიც. მოკლედ ეს ყველაფერი უნდა ნახოთ. ვფიქრობ რომ მიუხედავათ ცოტა ნელი მუშაობისა (ქართულ ინტერნეტს რა ვუთხარი 🙂 ) საკმაოდ ეფექტური და ლამაზია.

დანარჩენი იხილეთ მისამართზე www.searchme.com

კატეგორიებში: მსოფლიო ამბები. |

3 გამოხმაურება “მომავლის საძიებო სისტემა”-ზე

  1. დათო:

    მაგარია 🙂

  2. ალეკო:

    საინტერესოა

  3. 1NFail*:

    ძაან მაგარია და iTunes-ის სტილშია 🙂

დატოვე კომენტარი

...