Readme.ge Blog

FB image FB image

iPad ტესტირება და შედეგები

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Tuesday, June 22nd, 2010

2 დღის წინ მომეცა საშუალება სრული ტესტი გამევლო iPad-ზე.
რა შეიძლება ითქვას… ძალიან მაგარი მულტიმედიური გაჯეტია. ძალიან ცოტა რბილი ნათქვამია, ძალიან*10000 მაგარია. თავიდანვე ვთქვათ რომ შესაძლოა რამოდენიმე ძირითადი გამოყენება ჰპოვო მასში

  1. გამოიყენო საქმიან  შეხვედრებზე, როგორც ულტრათანამედროვე ელექტრონული ბლოკნოტი.
  2. ითამაშო, რომელიც ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.
  3. უყურო ფილებს მგზავრობისას.
  4. გამოიყენო ავტომობილში GPS-თან ერთად.

დავიწყოთ მჯობინებანით

  1. აკუმულატორმა ისე კარგად და გამძლედ იმუშავა რომ მომეწონა.
  2. არ თბება ისე რომ შეგაწუხოს (განსხვავებით ჩემი არც ისე ძველი AMD პროცესორიანი ნოუთბუქისგან 😛 )
  3. წონა და მოცულობა ისეთი პრაქტიკულია რომ ადვილად იმორჩილებ სხეულის მჯდომიარე მწოლიარე თუ ყირამალა პოზაში :)))))
  4. სისწრაფე… პროგრამების გახსნა/დახურვა ძალიან ლბომიერად მოგყვება ხელში (Not Responding… არ ყოფილა 😀 ).
  5. ინტერფეისის სილამაზე iPhone-დან მოდგამს..
  6. მულტითაჩი…
  7. ნორმალური ხმის სიმაღლე.
  8. რავი კიდევ რამდენი რამ….. 🙂

უარყოფითი თვისებები:

  1. მულტითასქის უქონლობა…
  2. myvideo სტრიმინგის უქონლობა (FLASH 😛 )
  3. პროგრამების ბექგრაუნდში მუშაობა
  4. დატენვის პრობლემა უმეტეს PC-ის USB პორტებთან.

რაც ამ უკანასკნელს შეეხება დატენვასთან დაკავშირებით როცა ვტენით usb-დან კუთხეში ელემენტთან ეწერება not charging, თუმცა მაინც იმუხტება(!). იდეაში პრობლემა მარტივია,  ამპერაჟი რომელიც  usb-ს გამოსასვლელებზე აქვს სჭირდება უფრო მეტი.

ეკრანთან თითებით მუშაობისას შეგრძნება თვითინ უნდა ნახოთ, პოსტით გადმოცემა არ არსებობს 🙂
სიამოვნებით ჩავაყენებდი მანქანაში (ბოლო ბოლო ამხელა კომპასი აქვს 😀 ) და აუდიო/ვიდეო სისტემას მთლიანად გადავრთავდი მასზე..
მშვენივრად გაიმართა ქართული ენის პაკეტი.

და ბოლოს ისევ, მართლა კარგი გასართობია(!). და თუ გინდა უფრო მეტი გაიგოთ ვიდრე ამ პოსტიდან მაშინ ან დაუჯერეთ ამ კომიქს ან თითონ შეეცადეთ მოეპყრათ ისე როგორც ნივთს, რომელიც გიჯერებს იმ დონეზე რამდენიც ჯობსმა ასწავლა 🙂

კატეგორიებში: დაულაგებელი, მსოფლიო ამბები, საქართველო, სხვადასხვა. |

დატოვე კომენტარი

...