Readme.ge Blog

FB image FB image

RTMP სტრიმინგის ჩაწერა

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Tuesday, June 29th, 2010

ამ პოსტში მინდა დეტალურად გესაუბროთ rtmp პროტოკოლით (შემდგომში უბრალოდ სტრიმინგი) ვიდეოს სტრიმინგის ჩაწერაზე.
თავიდანვე ავღნიშნავ რომ ამით მოვიშორებ ბევრ კითხვა რომელიც მუდამ ტრიალებს ირგვლის და მიწევს ერთიდაიგივეს ახსნა :).
მას შემდეგ რაც Myvideo.ge-ზე ტელევიზიის სტრიმინგი და ფასიანი კინოთეატრი გამოჩნდა ყველას გაუჩნდა კითხვა შეგვიძლია თუ არა გადმოვწეროთ ესა თუ ის ვიდეო.
ამ პოსტში არ მოვყვები rtmp პროტოკოლის ავკარგიანობას, უბრალოდ ზედმეტი გარჩევების გარეშე ვთქვათ  რომ ესეთი სტრიმინგის ე.წ. save as -ით შენახვა ტექნიკურად შეუძლებელია. თუმცა ამ პოსტში მინდა შევეხო, როგორც ტექნიკურ ასევე საავტორო უფლებების პრობლემებს.
დღეისთვის ძირითადად ასეთი სტრიმინგით ხდება ისეთი ვიდეოს გადმოცემა, რომელიც პირდაპირი ეთერია ან ამ ვიდეოზე ვრცელდება საავტორო უფლებები და მაქსიმალურად ცდილობს სერვერი დაიცვას თავისი ვიდეო კონტენტი.
და მაინც, გამოთქვა – “ჩაწერა შეუძლებელია…” არასწორია,
და სწორია – “ტექნიკურად ჩაწერა შესაძლებელია, მთავარია არ დავარღვიოთ  საავტორო უფლებები“.
არსებობს ბევრი პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ჩავიწეროთ მიმდინარე სტრიმინგი. ძირითადად მათ ერთი ნაკლი აქვთ – ვიდეოს გადმოსაწერად/ჩასაწერად საჭიროა ზუსტად  იმდენი დრო რა ხანგძლივობაც გაჩნია მოთხოვნილ ვიდეოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას, რადგან მთავარია ჩავიწეროთ და 120 წუთში იქნება თუ 15 წუთში ძალიან არ გადარდებთ. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი – შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი სტრიმინგის ჩასაწერი პროგრამა მაგალითად Replay Media Catcher . დააინსტალირებთ თქვენს კომპიუტერში, ჩართავთ პროგრამას და დააწვებით start Recording. ამის შემდეგ ხსნით ბროუზერს შედიხართ სასურველ გვერდზე, უშვებს სტრიმინგს და Replay Media Catcher-ის სიაში ავტომატურად გამოჩნდება ფაილის ჩამოტვირთვის პროცესი, რომელსაც პარალელურად ინახავს setting-ში მითითებულ საქაღალდეში. შესაძლოა ფაილს არ მიუწეროს  გაფართოება და  ვინდოუსმა ვერც “იცნოს” ეს ფაილი , მაგრამ რა პრობლემაა შეგვიძლია გადავარქვათ სახელი და ბოლოში მივუწეროთ შესაბამისი გაფართოება (.mov,  .flv,  .mp4 და.ა.შ.). ამით გადმოწერა დასრულებულია. მართალია ეს პროგრამა ფასიანია და ამის გამო სრულად ვერ იყენებთ , მაგრამ ამისთვის ალბათ იცით რა არის საჭირო რომ ბოლომდე ფუნქციონალური გახადოთ 🙂 ანუ იყიდოთ ან… მაგალითად იჩუქოთ ;).
რაც შეეხება კონკრეტულად myvideo-დან გადმოწერა/ჩაწერას –
არ ააქვს მნიშვნელობა ეს იქნება რომელიმე  არხის TV სტრიმინგი თუ კინოთეატრის ფასიანი კონტენტის სტრიმინგის ჩაწერა, ჩემი არაიურიდიული ცოდნის დონეზე  ვფიქრობ რომ დღეის მდგომარეობით ჩაწერის უფლება  🙂
myvideo.ge-ს სამომხმარებლო შეთანხმებაში ყურადღება მისაქცევი არის –
………………
3.4. ვიდეორგოლების არასანქცირებული კოპირებისა და გამოყენებისათვის პასუხს აგებენ ფიზიკური პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც არამართლზომიერად გამოიყენებენ მოცემულ რესურსზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლებს.
………………
და ვიდეოების დასაწყისში არსებული მინაწერი –

მაგრამ არსებული მწვანე სქრინში გარკვევით ჩანს რომ წერია ისჯება თქვენი კონკრეტული ვიდეოს  გავრცელება ინტერნეტში, სხვა საიტებზე და ა.შ.

მოკლედ. მართალიცაა, ესეც უნდა იყოს, უშრომიათ, გადაუღიათ ფილმი და ადექი ეხლა შენ და გადააკოპირე სადმე, youtube-ზე ან მისთანა 1000 ოხრობაზე 🙂 მაგრამ იმდენად რამდენადაც ფასიანი ფილმებიდან რამდენიმე უკვე იყო ნაჩვენები ტელევიზიით და იყო საშუალება რომ ჩაგეწერა ესა თუ ის ფილმი ანრომელიმე გადაცემა, რომელშიც გიწევს თანხის გადახდა ალბათ იმდენადვე მისაღებია ასეთი ხერხით ჩაწერა. ჯერ კიდევ როდის იყო ტელევიზორიდან  VSH კასეტაზე ჩამწერები :)).
ეს პოსტი და უფლებების დაცვა არ ეხება მანდამაინც და მხოლოდ და მხოლოდ Myvideo.ge-ს, იგივე ეხება ნებისმიერ სხვა ქართულ თუ უცხოურ ვიდეო რესურსებს.

მოკლედ აჰა თქვენ პოსტი, წაიკითხეთ, გაიაზრეთ და გახსოვდეთ რომ შევეცადოთ დავუფასოთ ერთმანეთს შრომა ისე რომ დავიცვათ  – “ მიეცით კეისრისა კეისარსა, და ღმრთისა ღმერთსა.

წარმატებულ კანონიერ სტრიმინგ რექორდს გისურვებთ 🙂

.

კატეგორიებში: ვიდეო აუდიო, საქართველო, სხვადასხვა. |

დატოვე კომენტარი

...