Readme.ge Blog

FB image FB image

მაუსის მგრძნობელობის გაზრდა Mac OS X-ზე

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sunday, November 7th, 2010

მოგეხსენებათ მაუსის მგრძნობელობის რეგულირება შესაძლებელია სისტემის პარამეტრებიდან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მაინც არ დამაკმაყოფილა მაქსიმუმზე დაყენებამ. ამისთვის ვიპოვე სოლუშენი, რომელმაც წარმატებით იმუშავა, მათ შორის მეჯიქ მაუსზეც.

1. პირველ რიგში ტერმინალში გაუშვით შემდეგი ბრძანება

1
defaults read -g com.apple.mouse.scaling

2. ეს ბრძანება დაგვიბრუნებს რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც ეხლა მინიჭებულია მაუსის მგრძნობელობისთვის.
მისი რედაქტირება შეგვიძლია შემდეგი ბრძანებით –

1
defaults write -g com.apple.mouse.scaling თქვენი_მაუსის_სიჩქარე

მაუსის მაქსიმალური სიჩქარე არის 3.0 (როცა მაქსიმუმზე აყენია სისტემის პარამერებში)
მე იგი შევცვალე 5.0-ით (27″ iMac)  და საკმაოდ კარგად მოვერგე. მაგალითად –

1
defaults write -g com.apple.mouse.scaling 5.0

3.ამ ყველაფერის შემდეგ საჭიროა მაკის გადატვირთვა.

სასიამოვნო “სენსიტივს” გისურვებთ 😀

.

კატეგორიებში: MAC OS X. |

3 გამოხმაურება “მაუსის მგრძნობელობის გაზრდა Mac OS X-ზე”-ზე

  1. კირკიტა:

    გგ ლოლ (27″ iMac)
    ვისაც HP8710 გვაქ იმათ რა ვქნათ? :))

  2. ალექსანდრე:

    იმათმა აყენეთ ფანჯროუსები ყოველთვე

  3. კირკიტა:

    🙂

დატოვე კომენტარი

...