Readme.ge Blog

FB image FB image

ქართული კლავიატურა და კალენდარი iOS 5-ზე

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Tuesday, January 3rd, 2012

რამოდენიმე ხნის წინ ქართულ ინტერნეტში ერთერთ ქართულ ბლოგზე გამოჩნდა iOS -ში ქართული კლავიატურის დამატების არაოფიციალური ინსტრუქცია, რომელიც ყოველგვარი JailBreak-ის გარეშე რამოდენიმე წუთში ამატებს სრულად ფუნქციონირებად ქართულ კლავიატურას აიფონს, აიპოდს და აიპედს, თუკი მათში აყენია iOS 5.0 ან iOS 5.0.1 .

ავტორი აქვე აღნიშნავს რომ ეს მეთოდი წარმატებით მუშაობს ჯაილის გარეშე არსებულ დევაისებზეც.
იმ შემთხვევაში თუ დევაისი გაგვაჩნია ჯაილით მაშინ პროცედურა უფრო მარტივია, ის ფაილი რომლის რედაქტირებასაც პოსტის ავტორი ახორციელებს განთავსებულია

1
/var/mobile/Library/Preferences/

-ში.

მინდა აქვე ავღნიშნო რომ აქვე გვაქვს კიდევ 1 პარამეტრი, რომლის რედაქტირებისას შეგვიძლია IOS 5.x-ში რეგიონალურ პარამეტრად მივუთითოთ Georgia. ამისათვის ფაილის ბოლოში ვიპოვოთ ჩანაწერი

1
2
<key>AppleLocale</key>
<string>en_GB</string>

და მის მაგივრად ჩავწეროთ

1
2
<key>AppleLocale</key>
<string>ka_GE</string>

პროცედურა დავასრულოს შესაბამისი გზით
1. დაუჯაილებელის შემთხვევაში როგორც ავტორი აღნიშნავს უკან ავტვორთოთ ბექაფი ან
2. დაჯაილებულის შემთხვევაში უბრალოდ ეს ფაილი ჩავაბრუნოთ იქ საიდანაც ამოვიღეთ.

ამ ყველაფრის შემდეგ საჭიროა სპრინგბოარდის ან ტელეფონის რესტარტი.

შედეგები ეკრანზე (“ეტალონის” წამყვანის ხმით 🙂 ) –

წარმატებულ გაქართულებას გისურვებთ 🙂

კატეგორიებში: iDevices, სხვადასხვა. |

დატოვე კომენტარი

...