Readme.ge Blog

FB image FB image

Garmin, საქართველო და iPhone

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Saturday, September 1st, 2012

iPhone-ზე ქართული Offline რუკის არსებობა რამდენად სასურველია ალბათ ყველას მოგეხსენებათ.

დღეისთვის ერთერთი ყველაზე მეტად შესრულებული (არასრულყოფილი, მაგრამ მაინც სხვა რუკებთან შედარებით  კარგად დამუშავებული) არის გეოლენდის რუქა, რომელიც  შეუძლია წაიკითხოს აიფონის გარმინის აპლიკაციამ. ვინაიდან ეს რუქა ფასიანია, მისი მოპოვების მხოლოდ 2 გზა არსებობს – ყიდვა ან ჩუქება (:P).

iPhone-ზე გარმინის აპლიკაციაში საქართველოს დეტალური Offline რუკის გასამართად საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა –

1. დაჯაილებულ(!) აიფონზე დავაყენოთ გარმინის აპლიკაცია სახელად

garmin-western-europe (თუ აპლიკაციის ყიდვა არ გსურთ აქაც მოქმედებს ჩუქების პრინციპი (:P)).

2. გვჭირდება რაიმე ფაილ-კლიენტი, რომლის საშუალებითაც შევძლებთ IOS-ის სისტემური ფაილებში შესვლას და მცირე მოდიფიცირებების ჩატარებას. ამისათვის საკმარისი ინსტრუმეტია ifunbox (Mac OS, windows).

ამ აპლიკაციის საშუალებით შევდივართ სისტემურ ფაილებში (Raw File System-დან)

1
/etc/

-ში და არსებულ hosts ფაილს გადავაწერეთ თავზე იგივე ოღონდ შემდეგნაირად მოდიფიცირებული ფაილი

1
2
3
4
5
6
7
8
9
127.0.0.1 iphonesubmissions.apple.com

127.0.0.1 triplew.garmin.com

127.0.0.1 www.garmin.com

127.0.0.1 gold.garmin.com

127.0.0.1 bronze.garmin.com

გენმოდიფიცირებული host ფაილის გადაწერა

3. შემდეგ User Applications-დან შევდივართ

1
w.europe/garmin-nav.app/storage-western-eu/.System

-ში და ვშლით 3 ფაილს gmapbmap.img, gmapprom.img, gmaptz.img

4. დაარესტარტეთ ტელეფონი, გაუშვით პროგრამა და თუ ეკრანზე თქვენ ხედავთ შეტყობინებას

Activation of maps require internet connection

ე.ი. ჯერ კიდევ არ წაგიშლიათ ზემოთ ხენებული .img ფაილები .System საქაღალდიდან.

ან კიდევ –

Authentication failure, must buy original apps from Appstore

ე.ი. /etc/hosts ფაილის მოდიფიცირება არ ან ვერ გააკეთეთ.

ხოლო თუ გამოვიდა ცარიელი რუკა და სადღაც სიცარიელეში ხედავთ თქვენს პოზიციას ე.ი. ჯერჯერობით ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.

5. და ბოლოს ვიღებთ საქართველოს რუკას, ვარქმევთ სახელს gmapbmap.img და ვაგდებთ იმ საქაღალდეში

1
w.europe/garmin-nav.app/storage-western-eu/.System

საიდანაც მე-3 ეტაპზე წავშალეთ 3 ფაილი. ვრთავთ აპლიკაციას და შედეგი სახეზეა.

სამწუხაროდ, გამომდინარე იქედან რომ საჭირო რესურსები 2-ვე ფასიანია (აიფონის გარმინის აპლიკაცია და საქართველოს რუქა), ვერ შემოგთავაზებთ ტორენტის და ა.შ. არაოფიციალურ რესურსებს, ეგ ეტაპი თქვენთვის მომინდია და ზემოთ ამიტომაც ვახსენე რამოდენიმეჯერ სიტყვა ჩუქება (:P).

წარმატებულ როუტინგ გისურვებთ 🙂

მადლობა ჯემო ჩიტიშვილს მოწოდებული ინფორმაციისთვის.

.

კატეგორიებში: iDevices, საქართველო, სხვადასხვა. |

3 გამოხმაურება “Garmin, საქართველო და iPhone”-ზე

  1. ტატო:

    შენი სახლი რო გაქ დაჩექინგებული 😛 კაი რაგაცაა, მაგრამ ჯერ apple არ მაქვს)))

  2. ბესო:

    გარმინზე მინდა ახალი რუკა ნავიგაციაზე რო ჩავაწერინო,ვინ წერს თუ იცით?

  3. დსფგფდგ:

    ვახ რაგაც არ გამოდის რუკას არ მიჩვენებს მხოლოდ ან ეს საქართველოს რუკა როგორ ჩავაგდო სურატი ავიგო და უბრალოდ შენი მიტიტებული სახელი დავარქვა ?? თუ როგორ.ნეტა 5.1 ის მერე აპდეიტი არ გამეკეტებინა რა მილიონი პრობლემა სჰემიქმნა 6.2 მა

დატოვე კომენტარი

...