Readme.ge Blog

FB image FB image

სტრინგის ტრანსლირება ორაკლში

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Friday, January 30th, 2009

მაგალითი თუ როგორ არის შესაძლებელი ორაკლში შრიფტის კონვერტირება (ჩვენს მაგალითში ლათინურიდან უნიკოდში) ვარიანტი 1 –
ამის შესაძლებლობის 2 ვარიანტია 1- სადისტურ-მაზოხისტური, 2 – ორაკლისეული ადამიანური 😀
სადისტურ-მაზოხისტურში ვიგულისხმე ვარიანტი სადაც 2 სვეტიან ცხრილში გვაქვს ჩამოთვლილი ლათინური სიმბოლოები შესაბამისი ქართული უნიკოდით. ფუნქციაში ვიღებთ ამ ცხრილს და დასაკონვერტირებელ სტრინგს, ვუვლით სიმბოლ სიმბოლ და ვანაცვლებთ ცხრილში არსებულით და ვაწყობთ ახალ სტრინგს და ვგულაობთ ( 😀 ) მაგრამ ეს რა დოზანაა 🙂 გაიფიქრა მეორემ ეგ ხო უფრო მარტივად შეიძლებაო ანუ translate ფუნქციის გამოყენებით. მაგალითი –

1
2
SELECT translate('aleqsandre', 'abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh','აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ') FROM dual;
--result: ალექსანდრე

მოკლედ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავუშვათ ფუნქციაში და მერე მართლა “გულიაი ბანდა” 😀

1
2
3
4
5
6
CREATE OR REPLACE FUNCTION LAT2UTF(TEXT VARCHAR2) RETURN VARCHAR2 IS
BEGIN
  RETURN TRANSLATE(TEXT,
                   'abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh',
                   'აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ');
END;

და საჭიროების შემთხვევაში მას ვიყენებთ ასე

1
2
SELECT lat2utf('blogi') FROM dual;
--result: ბლოგი

იმ შემთხვევაში თუ სიმბოლოს თარგმანი არ გვაქვს

1
2
SELECT lat2utf('blogi205') FROM dual
--result: ბლოგი205

ეს არის და ეს. წარმატებულ ტრანსლირებას გისურვებთ.

კატეგორიებში: ORACLE, SQL - PL/SQL. |

4 გამოხმაურება “სტრინგის ტრანსლირება ორაკლში”-ზე

  1. კახა:

    SELECT trans(‘blogi205’) FROM dual მაგივრად
    SELECT lat2utf(‘blogi205’) FROM dual

  2. ალექსანდრე:

    @კახა
    მადლობ წერისას გაპარული ტექნიკური ხარვეზის გასწორებისთვის 🙂

  3. კახა:

    🙂 არაფრის.
    ვცდილობ დავიცვა შენი ბლოგის მომხმარებლები ეგეთი ხარვეზებისგან 😀

    p.s. RSS-ებში დავიმატე დღეს შენი ბლოგი.

  4. ალექსანდრე:

    @კახა
    გაიხარე, კაი კაცი ხარ 🙂

    P.S. RSS-იც კარგია 🙂 , მეგონა აქამდე გქონდა 🙂

დატოვე კომენტარი

...