flv, mp4 და mov ვიდეო ფაილები ვინდოუსში და მისი Trumbnails
ამ პოსტში კიდევ ერთხელ შევეხები windows-ს და მოკლედ აღგიწერთ თუ როგორ შეიძლება “არასავინდოუსო” ვიდეო ფაილებს ჩვენს შემთხვევში კი მეტნაკლებად მოხმარებად flv, mp4, mov და სხვადასხვა ვიდეო ფაილებს გამოვუჩინოთ “ხედები” თუ როგორც ჰქვია (Trumbnails) 😀
ამისთვის რეგისტრში უნდა შევიტანოთ დანამატები –
უფრო განმარტებისთვის ახსნას დავდებ სურათთან ერთად თუ რა თანმიმდევრობით უნდა გაიწეროს რეგისტრში შესაბამისი კეი.
მაგალითად mp4 ფაილისთვის –
1 2 | [HKEY_CLASSES_ROOT\.mp4\ShellEx\{BB2E617C-0920-11d1-9A0B-00C04FC2D6C1}] @="{c5a40261-cd64-4ccf-84cb-c394da41d590}" |
შედეგი –
აქვე შემოგთავაზებთ key ფაილების ავტომატურ გენერატორს –
შენიშვნა – დატესტილია windows XP-ზე.
ყოველგვარ პასუხისმგებლობას ცუდ შედეგებზე თავიდან ვიცილებ 🙂
ყოველი შემთხვევისათვის ამ ოპერაციების ჩატარებამდე(!) –
სასურველია გააკეთოთ რეგისტრის ბასკუპი ( backup 😀 )
March 10th, 2009 at 4:48 pm
restart უნდა???
flv არ ჩანს ჩემთან, GOM Player-ით ვნახულობ.
March 10th, 2009 at 8:10 pm
@კახა
რას ნიშნავ GOM Player-ით ნახულობ? ანუ იგულისხმე რომ klite არ გიყენია და GOM Player-ს იყენებ?
მაშინ შეგიძლია ეგ key .avi-ზე ნახო? ანუ რა გიწერია ShellEx-ში და მერე default value რა ააქვს?
თუ ტესტირებამ გაამართლა ამ გზით შესაძლებელია პირველი კადრები გამოუჩინო ასევე 3gp, mkv, divx-ს და კიდევ რამოდენიმე ვიდეო ფაილს 🙂
March 11th, 2009 at 10:53 am
რას ნიშნავ GOM Player-ით ნახულობ?
ანუ კოდეკები მიყენია ამ შემთხვევაში K-Lite Mega Codec Pack. ვერსია არ მახსოვს 🙂 (ბოლო ნამდვილად არა 6 თვის წინ რაც იყო ის)
ანუ პრობლემა მაქვს მოხლოდ flv-ზე.
mov-ის და mp4-ის “ხედები” ჩანს.
p.s.
mov.zip-ს ლინკი აქვს flv-ზე.
ლოგიკურად მივხვდი, რომ
http://about.ge/blog/wp-content/2009/03/mov.zip იქნებოდა, მაგრამ შენ მაინც გაასწორე რა.
March 11th, 2009 at 10:54 am
Says: თქვენი კომენტარი ელოდება მოდერირებას.
ამას პირველ კომენტარზე არ აკეთებს?
March 11th, 2009 at 1:29 pm
@კახა
რაც შეეხება კომეტარის მოდერირებას მაგას ელ-ფოსტით აკონტროლებს და წესით მოდერირების გარეშე უნდა გაეკეთებინა.
და რაც შეეხება თითონ reg ფაილებს, ალბათ სამივეს ამოვიღებ აქედან და ავტომატურ გენერატორს დავდებ, იმიტომ რომ იგივე ხერხი როგორც ზემოთ ავღნიშნე წარმატებით განხორციელდა 3gp, mkv, divx ფაილებზეც და ასევე windows Vista-ზე
July 25th, 2009 at 1:50 pm
საღოლ ძმაო მე გამომადგა ეს თემა არ მიხსნიდა FLV და სამობილურო 3GP ვიდეო ფაილებს