მე უბრალოდ ვშლი
მე უბრალო ავდექი და წავშალე…
. . .
ჯერ არაფერი არ მინდა ვთქვა განვლილ დღეებზე…
მინდა კარგად დავწყნარდეთ, პატივი მივაგოთ ქართველს დაღუპულ ჯარისკაცებსა თუ მშვიდობიან მოქალაქეებს და შემდგომ მსჯელობის დროც მოვა…
ეხლა მხოლოდ კიდევ ერთი პროტესტი უნდა გამოვთქვა!
გუშინ და დღეს ველოდებოდი წერილს ამერიკიდან, მოწერა უნდა გაკეთებულიყო odnoklassniki.ru-ზე pm-ში. ისეთი საიდუმლო არაფერი იყო და ამიტომაც არ ვიფიქრე სხვა გზის მოძებნაზე.
წერილი მომდის ელფოსტაზე რომ ამა და ამ კაცმა odnoklassniki-ზე მოგწერაო, გამიხარდა და ვირუსებისა თუ სხვა მამაძაღლობების შიშის არქონით პროქსით შევდივარ odnoklassniki-ზე და სადაა წერილი…. აღარააა…
შემდეგ ვარკვევ და თურმე ნაღდად მომწერა…
სად წავიდა? რა თქმაუნდა გამოიარა დათვმა და წაშალა 🙁 ისევე როგორც ბევრი ჩემი თუ სხვისი სურათი რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა…
რა ისეთი ინფორმაცია უნდა გადმოეცა იმ ადამიანს რომ წაშლის მიზეზი გამხდარიყო წერილი? არაფერი, მხოლოდ მომიკითხავდა და მხარში დგომას გამოხატავდა შექმნილი ვითარების გამო! პრობლემა არ არის იმ კაცს სხვა გზითაც დავეკონტაქტები.
ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ ალბომში ბლომად ფოტო მქონდა, ბევრი ძველი მეგობარი ვიპოვე, და ახალი გავიცანი, ერთი გადავხედე საიტს და დავემშვიდობე! უბრალოდ კი არ გამოვედი არამედ ანგარიში საერთოდ წავშალე!!!
კაცმა არ იცის დიდი შანსია რომ არ წაიშალა და არქივში დარჩა ჩემი ექაუნთი, მით უმეტეს რომ ეხლა უკვე შესვლის მცდელობისას მიწერს რომ “Профиль удален по просьбе пользователя“ მაგრამ ღმერთმა მშვიდობაში მოახმარონ ის ინფორმაცია, რომ დვაბზუს საშუალო სკოლა დავამთავრე, საყვარელი მეუღლე და ანგელოზი ბაია მყავს 🙂
ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, ვინც ხართ დარეგისტრირებული odnoklassniki-ში წაშალეთ თქვენი ექაუნთები, ან საერთოდ გაწმინდეთ ყველაფრისგან და ნუღარ გამოიყენებთ!
ყველამ ვიცით რომ – odnoklassniki-ით არ დაწყებულა ცხოვრება და არ დამთავრდება!
პატივისცემით ალეკო
August 12th, 2008 at 10:12 pm
mec cavshli yvelam cashalet da saertod protesti magit mainc gamovxatot rom ar shevidet rusul saitebzee .. morchaa!!!!
August 12th, 2008 at 10:17 pm
ვუერთდები პროტესტის ამ ფორმას –
“ყველამ ვიცით რომ – odnoklassniki-ით არ დაწყებულა ცხოვრება და არ დამთავრდება!”
ამით ყველაფერი ნათქვამია – დიდი მადლობა ბლოგის ავტორს
August 12th, 2008 at 11:43 pm
საღოლ მაგათი სამათხოვრო რა გვაკ, მაგათი დედაც მოვ……ნ
August 13th, 2008 at 12:31 am
მე თქვენთან ვარ, გავარტყი ყველაფერს რუსეთისას..!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
August 13th, 2008 at 9:52 am
რუს პროგრამისტებს საქმე მიეცათ, ვაი მაგათ პატრონს უბედურს 🙂 რა რაღა ჯანდბათ გვინდა მაგათი გაქუცული საიტი, სულ მალე მაგათზე მაგარი სამეგობრო გვექნება, ჩვენ პროგრამისტებს ეგეთები გაუჭირდებათ თუ რაა.
August 13th, 2008 at 12:29 pm
არ ვყოფილვარ დარეგისტრირებული.
August 13th, 2008 at 2:01 pm
მანდაც წავშლი აქაუნთს და საერთუ მთელ ინტერნეტ სივრცეში რუ საითებს ვუცხადებ ბოიკოტს და ყველას მოვუწოდებ ვისაც მეილი აქ რუ_ზე ისეც წაშალეთ გადადით გმაილზე ან სხვა ალტერნატივაზე
August 13th, 2008 at 7:10 pm
*….ბი არიან!
გა..რონ ეგ სიტი და იარონ!!!
August 16th, 2008 at 12:42 pm
მეც წავშალეე !!!
September 11th, 2008 at 5:01 pm
სიმართლე გითხრა არც მანამდე მხიბლავდა ეგ უაზრობა და ახლა მითუმეტეს. ხალხი დააჰიპნოზა რა…. შევეშვათ რუსებს, ინგლისური საიტები უფრო კარგია, ქართული კი ყველას სჯობს :)))) წაშალეთ ექაუნთები.
September 25th, 2008 at 6:02 pm
ალეკო მაგარი კაცი ხარ! საიტის გამოსვლისთანავე მინდოდა დარეგისტრირება, მაგრამ მითხრეს ფსბ-ს საიტიაო და ამიტომ აგარც დავრეგისტრირდი. ისე შენი მოწოდება ძალიან მომწონს. მე ჩემს თავს რუსული საკვები პროდუქტები, ესტრადა და საერთოდ რუსული კველაფერი ავუკრძალე 🙂
December 8th, 2008 at 10:58 am
რა დაამთავრე?:) დვაბზუელი ხარ ტო?? დამიმატე რა სკაიპში
slaveformaster. ragac mainteresebs
December 25th, 2008 at 3:14 pm
აგერ გავხსენი მაგაზე თემა მარა რათ გინდა:
http://forum.ge/?f=27&showtopic=33907810&st=60
January 15th, 2009 at 3:54 pm
ვეღარ ვიტან რუსეთს, არ ვარ დარეგისტრირებული და საერთოდაც ჯანდაბას მაგათი თავი, არც ვაპირებ. თუ კლასელების ნახვა მოვინდომე, სხვა ალტერნატიული საშუალებებიც არსებობს, ბოლოსდაბოლოს 21-ე საუკუნეა ხალხო, დაანებეთ მაგ საიტს თავი. დრო მოვა და თვითონ შეგვეხვეწებიან, აბა რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 🙂
January 19th, 2009 at 12:43 am
რეკლამაში არ ჩამითვალოთ მაგრამ უკვე არსებობს ქართული ანალოგი ****.ge ფუნქციებით საკმაოდ მოიკოჭლებს მაგრამ ბოლო ბოლო ეროვნულია და ღირს რომ შეიხედო,
January 19th, 2009 at 12:55 am
programmer
მე მაპატიე რომ კომენტარი ჩაგისწორე, არ დავუშვებ აქ მაგ საიტის რეკლამას, გარკვეული მიზეზების გამო. 🙂
August 9th, 2009 at 7:59 pm
sorry, magram am saitis sheleva ar gamova… damerwmunet, adnashi myofta minimumze minmumi ar sheeleva, imitom rom udzaanmagresi saitiaaaaaaaaaa. ajobebs protestis sxva gza vedzebot………