Readme.ge Blog

FB image FB image

mod_deflate-ს ანალოგი nginx-ზე ანუ ვებსერვერის ფაილების gzip კომპრესია

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Thursday, June 30th, 2011

ამ თემაში განვიხილავ nginx-ის ვებ სერვერისთვის apache-ს მოდულის mod_deflate-ის ფუნქციური ანალოგის კონფიგურირებას.  Apache-ს შემთხვევა ჩვენ უკვე განვიხილეთ გასულ პოსტში.
nginx-ის  კონფიგურაცის ფაილი მოიპოვება შემდეგ მისამართზე /etc/nginx/nginx.conf.

კომპრესიის გააქტიურება

1
gzip on;

მნიშვნელობაში იწერება on (ჩართული) ან Off (გამორთული).

ფაილების კომპრესიის დონე –

1
gzip_comp_level 5;

ფაილების კომპრესიის დონე შესაძლოა იყოს 1-დან 9-მდე, სადაც 1 არის ყველაზე მცირე შეკუმშვის მაგრამ სწრაფი და 9 ყველაზე მაღალი შეკუმშვის მაგრამ პროცედურულად ნელი.

კომპრესიის გააქტიურება ჩამოთვლილი MIME ტიპის ფაილებისთვის შეგვიძლია შემდეგნაირად –

1
gzip_types text/plain text/css application/json application/x-javascript text/xml application/xml application/xml+rss text/javascript;

მიუხედავად ყველაფრისა შესაძლოა დაგვჭირდეს ფაილების კომპრესირების გათიშვა არათავსებადი ბროუზერებისათვის

1
gzip_disable "MSIE6";

კონფიგურაციის ამ სეგმენტის საშუალებით შეგვიძლია გამოვრთოთ ფაილების კომპრესაცია არათავსებადი ბროუზერებისთვის. სასიამოვნოა ის ფაქტი რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ regular expression-ები, მაგალითად

1
gzip_disable "MSIE [1-6].(?!.*SV1)";

საბოლოოდ ამ ყველაფერმა ასეთი ერთიანი სახე მიიღო –

1
2
3
4
gzip on;
gzip_comp_level 5;
gzip_types text/plain text/css application/json application/x-javascript text/xml application/xml application/xml+rss text/javascript;
gzip_disable "MSIE [1-6].(?!.*SV1)";

კონფიგურაციის  შემდეგ საჭიროა ვებ სერვერის გადატვირთვა

1
2
3
4
5
#/etc/init.d/nginx reload
ან
#/etc/init.d/ngnix restart
ან
service nginx restart

კომპრესიის რეალური შედეგი შეგიძლიათ იხილოთ სურათზე –

აქ სურათზე მოყვანილ ციფრებს კიდევ უფრო დეტალურად ახსნა არ სჭირდება რადგან აშკარად ჩანს ფაილების კომპრესიის შედეგი, რომელიც  დაახლოებით  70-%-ს უტოლდება.

წარმატებულ კომპრესაციას გისურვებთ  nginx-ომანებო 🙂

კატეგორიებში: PHP, WEB. |

დატოვე კომენტარი

...