მაუსის მგრძნობელობის გაზრდა Mac OS X-ზე

მოგეხსენებათ მაუსის მგრძნობელობის რეგულირება შესაძლებელია სისტემის პარამეტრებიდან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მაინც არ დამაკმაყოფილა მაქსიმუმზე დაყენებამ. ამისთვის ვიპოვე სოლუშენი, რომელმაც წარმატებით იმუშავა, მათ შორის მეჯიქ მაუსზეც.

1. პირველ რიგში ტერმინალში გაუშვით შემდეგი ბრძანება
[cc]defaults read -g com.apple.mouse.scaling[/cc]
2. ეს ბრძანება დაგვიბრუნებს რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც ეხლა მინიჭებულია მაუსის მგრძნობელობისთვის.
მისი რედაქტირება შეგვიძლია შემდეგი ბრძანებით –

[cc]defaults write -g com.apple.mouse.scaling თქვენი_მაუსის_სიჩქარე[/cc]
მაუსის მაქსიმალური სიჩქარე არის 3.0 (როცა მაქსიმუმზე აყენია სისტემის პარამერებში)
მე იგი შევცვალე 5.0-ით (27″ iMac)  და საკმაოდ კარგად მოვერგე. მაგალითად –
[cc]defaults write -g com.apple.mouse.scaling 5.0[/cc]

3.ამ ყველაფერის შემდეგ საჭიროა მაკის გადატვირთვა.

სასიამოვნო “სენსიტივს” გისურვებთ 😀

.

3 comments on “მაუსის მგრძნობელობის გაზრდა Mac OS X-ზე

  1. გგ ლოლ (27″ iMac)
    ვისაც HP8710 გვაქ იმათ რა ვქნათ? :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *