iPhone 3GS, 4 jailbreak IOS 5.0.1 Untethered +modem unlock
განახლება 1:
ეს მეთოდი ასევე დატესტილი იქნა iPhone 3GS-ზე, ძველი და ახალი ბუთრომით, მოდემის მაქსიმალური ვერსიით 06.15.00.
სათაურიდან ნათელია რომ თემა ეხება iPhone 4-ის ჯაილბრეიქს და მოდემის ანლოკს IOS 5.0.1-ზე.
ამისათვის დაგვჭირდება
•Redsn0w 0.9.10b3 Windows-ის პლატფორმისთვის ან
•Redsnow 0.9.10b3 MAC-ის პლატფორმისთვის
- დავამარქაფოთ ტელეფონი (სურათები, კონტატები და ა.შ.)
- გავხსნათ Redsn0w, Extras-ებში ავირჩიოთ Custom IPSW, მივუთითოთ გადმოწერილი IPSW ფაილი და დაველოდოთ ჯადოქრობებს. Custom IPSW განკუთვნილია, მათთვის ვისაც სურს IOS-ის ვერსიის განახლება მოდემის განახლების გარეშე.
- ტელეფონს მივაერთოთ კაბელი და კომპიუტერზე გავუშვათ iTunes.
- გადავიყვანოთ ტელეფონი DFU-ში და iTunes-დან ავტვირთოთ ის ფაილი, რომელიც ზემოთ მეორე პუნქტში გავაკეთეთ. იგი არის სახელით NO_BB_iPhone3,1_5.0.1_9A405_Restore.ipsw და სახელის დასაწყისში არსებული პრეფიქსი NO_BB ნიშნავს რომ ამ firmware -დან ამოღებულია მოდემის ვერსია და თქვენს ტელეფონში არ მოხდება მოდემის ვერსიის განახლება.
ფაილის ატვირთვა ხდება iTunes-ში Restore ღილაკზე დაჭერით (windows+ზე SHIFT+Click, MAC-ზე ATL+CMD+Click).
როდესაც მორჩება ატვირთვას, iphone ჩაირთვება ახალი სისტემით. - ვუშვებთ ისევ Redsn0w-ს და ვაწვებით Jailbreak-ს. გაშვების დროს Redsn0w ისევ მოგვთხოვს ტელეფონის DFU-ში გადაყვანას და ინტერაქტიულად მიგვითითებს ინსტრუქციას. DFU-ში გადაყვანის შემდეგ Redsn0w დაიწყებს ისევ ჯადოქრობებს და ერთერთ ეტაპზე შეგვეკითხება Install Cydia-ს და სხვა პუნქტებს. მონიშნულს ვტოვებთ მხოლოდ Install Cydia-ს და ვაგრძელებინებთ პროცესს.
ამით IOS-ის დაჯაილება მორჩა, ტელეფონი ჩაირთვება, ეკრანზე მიყვებით მცირე ინსტრუქციებს და თქვენს წინაშე გადაიშლება ჯადოსნური სამყარო + Cydia. - იმისათვის რომ სისტემა იყოს “untethered” საჭიროა cydia-დან დავაყენოთ Corona-ს პაკეტი. ჩვეულებრივ cydia-ში ვპოულობთ corona-ს და ვაყენებთ.
მორჩა iPhone 4 jailbreak IOS 5.0.1 Untethered მზადაა. - რაც შეეხება მოდემის ანლოკს, მისი გახსნა შესაძლებელია 2 გზით,
1.თუ თქვენი მოდემის ვერსია არის 01.59.00 დააყენეთ ultrasn0w 1.2.5 და იყავით ბედნიერი.
2. თუ მოდემის ვერსია მეტია ვიდრე 01.59.00 უნდა გამოიყენოთ Gevey Sim. ჩემს შემთხვევაში გამოყენებული იქნა მოდემის ვერსიაზე 03.10.01 და 04.10.01 რომლებზეც მუშაობს წარმატებით.
•მათთვის ვისაც ამ პროცედურის დროს iTunes ამოუგდებს შეცდომას კოდით- 1600, აღდგენისთვის საჭირო DFU-ში გადაყვანა განახოციელეთ Redsn0w-ს დახმარებით – Extras-> Pwned DFU, მიყევით ინსტრუქციას და შემდგომ გააკეთეთ Restore.
March 1st, 2012 at 9:00 pm
სერიული ნომერი: 87151XN5EDG… ამაზე არ იცით რამე? მითხრეს ჩიპის შეცვლაა საჭირო რაც 150ლარი ჯდებაო..
May 1st, 2012 at 7:23 pm
საღოლ…
პატარა მომენტია, ლინქები არეულია Redsn0w 0.9.10b3-ის Windows-ის და MAC-ის ვერსიების ჩამოსაწერად, ანუ პირიქით უნდა იყოს. Redsn0w 0.9.10b6 ვერსიაც გამოვიდა.
May 1st, 2012 at 7:25 pm
Gevey SIM-ზე თუ გსმენიათ? iOS5-ზე მიდის? ერთგან წავიკითხე რომ არაო, თქვენ თუ იცით?
November 5th, 2012 at 4:21 pm
გამარჯობა, Iphone 3gs 8GB-ნზე თუ კეთდებ ჯეილბრეიქი? ამბობენ მოდემის დაწვის შანსი არსებობს მაგ მოდელზეო…
October 21st, 2013 at 6:35 am
როგორ უნდა განვაახლო 3ჯ აიფონი? დამეხმარეთ რაა 577-305-305
October 21st, 2013 at 6:37 am
მარკეტიდან ვერაფერს ვერ ვიწერ განახლებას მთხოვს
September 17th, 2014 at 3:08 pm
ახლა კითხვა არის უკვე 4G