iPhone-ზე ქართული Offline რუკის არსებობა რამდენად სასურველია ალბათ ყველას მოგეხსენებათ.
დღეისთვის ერთერთი ყველაზე მეტად შესრულებული (არასრულყოფილი, მაგრამ მაინც სხვა რუკებთან შედარებით კარგად დამუშავებული) არის გეოლენდის რუქა, რომელიც შეუძლია წაიკითხოს აიფონის გარმინის აპლიკაციამ. ვინაიდან ეს რუქა ფასიანია, მისი მოპოვების მხოლოდ 2 გზა არსებობს – ყიდვა ან ჩუქება (:P).
iPhone-ზე გარმინის აპლიკაციაში საქართველოს დეტალური Offline რუკის გასამართად საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა –
1. დაჯაილებულ(!) აიფონზე დავაყენოთ გარმინის აპლიკაცია სახელად
garmin-western-europe (თუ აპლიკაციის ყიდვა არ გსურთ აქაც მოქმედებს ჩუქების პრინციპი (:P)).
2. გვჭირდება რაიმე ფაილ-კლიენტი, რომლის საშუალებითაც შევძლებთ IOS-ის სისტემური ფაილებში შესვლას და მცირე მოდიფიცირებების ჩატარებას. ამისათვის საკმარისი ინსტრუმეტია ifunbox (Mac OS, windows).
ამ აპლიკაციის საშუალებით შევდივართ სისტემურ ფაილებში (Raw File System-დან) [cc lang=”bash”]/etc/[/cc]-ში და არსებულ hosts ფაილს გადავაწერეთ თავზე იგივე ოღონდ შემდეგნაირად მოდიფიცირებული ფაილი
[cc lang=”bash”]127.0.0.1 iphonesubmissions.apple.com
127.0.0.1 triplew.garmin.com
127.0.0.1 www.garmin.com
127.0.0.1 gold.garmin.com
127.0.0.1 bronze.garmin.com
[/cc]
გენმოდიფიცირებული host ფაილის გადაწერა
3. შემდეგ User Applications-დან შევდივართ [cc lang=”bash”]w.europe/garmin-nav.app/storage-western-eu/.System[/cc]-ში და ვშლით 3 ფაილს gmapbmap.img, gmapprom.img, gmaptz.img
4. დაარესტარტეთ ტელეფონი, გაუშვით პროგრამა და თუ ეკრანზე თქვენ ხედავთ შეტყობინებას
“Activation of maps require internet connection”
ე.ი. ჯერ კიდევ არ წაგიშლიათ ზემოთ ხენებული .img ფაილები .System საქაღალდიდან.
ან კიდევ –
“Authentication failure, must buy original apps from Appstore”
ე.ი. /etc/hosts ფაილის მოდიფიცირება არ ან ვერ გააკეთეთ.
ხოლო თუ გამოვიდა ცარიელი რუკა და სადღაც სიცარიელეში ხედავთ თქვენს პოზიციას ე.ი. ჯერჯერობით ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.
5. და ბოლოს ვიღებთ საქართველოს რუკას, ვარქმევთ სახელს gmapbmap.img და ვაგდებთ იმ საქაღალდეში [cc lang=”bash”]w.europe/garmin-nav.app/storage-western-eu/.System[/cc] საიდანაც მე-3 ეტაპზე წავშალეთ 3 ფაილი. ვრთავთ აპლიკაციას და შედეგი სახეზეა.
სამწუხაროდ, გამომდინარე იქედან რომ საჭირო რესურსები 2-ვე ფასიანია (აიფონის გარმინის აპლიკაცია და საქართველოს რუქა), ვერ შემოგთავაზებთ ტორენტის და ა.შ. არაოფიციალურ რესურსებს, ეგ ეტაპი თქვენთვის მომინდია და ზემოთ ამიტომაც ვახსენე რამოდენიმეჯერ სიტყვა ჩუქება (:P).
წარმატებულ როუტინგ გისურვებთ 🙂
მადლობა ჯემო ჩიტიშვილს მოწოდებული ინფორმაციისთვის.
.






შენი სახლი რო გაქ დაჩექინგებული 😛 კაი რაგაცაა, მაგრამ ჯერ apple არ მაქვს)))
გარმინზე მინდა ახალი რუკა ნავიგაციაზე რო ჩავაწერინო,ვინ წერს თუ იცით?
ვახ რაგაც არ გამოდის რუკას არ მიჩვენებს მხოლოდ ან ეს საქართველოს რუკა როგორ ჩავაგდო სურატი ავიგო და უბრალოდ შენი მიტიტებული სახელი დავარქვა ?? თუ როგორ.ნეტა 5.1 ის მერე აპდეიტი არ გამეკეტებინა რა მილიონი პრობლემა სჰემიქმნა 6.2 მა