Readme.ge Blog

FB image FB image

HDTV

ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Tuesday, January 8th, 2008

HDTV (“High Definition Television”) ნიშნავს გამოსახულების მაღალი გარჩევადობის ტელევიზიას და იძლევა საშუალებას ვიდეო ჩანაწერების ბევრად უკეთეს ხარისხში ჩაწერას და ჩვენებას.
დღევანდელი ტელევიზიის გარჩევადობა ძირითადად 720 x 576 წერტილია, ხოლო HDTV -ს გარჩევადობა რამოდენიმეჯერ აღემატება მას.
HD გამოსახულება დაყვეს რამოდენიმე ფორმატად და მისი შინაარსი მოიაზრება მისი გარჩევადობის სიდიდეში. მაგალითად: “720p” (1280 x 720 წერტილი) , “1080p” (1920 x 1080 წერტილი) და ა.შ.
HDTV
არის 16:9 -ფორმატი. 4:3 -ფორმატი PAL / SECAM-სგან განსხვავებით, HDTV-ში არ არსებობს. ფილმების უმეტესობა 16:9 ფორმატშია გადაღებული და HDTV-ს შემთხვევაში ეკრანზე ჰორიზუნტალური შავი ზოლები არ იქნება. HDTV ვიდეოს საყურებლად თითონ ტელევიზორს უნდა ქონდეს მაღალი გარჩევადობის ეკრანი ანუ უნდა იყოს “HD Ready ” ამის საუკეთესო მაგალითი ჩემს მიერ იქნა დატესტილი მოდელით – Samsung Le32r82bx/bwt .

HDTV ხარისხის რამოდენიმე არხის მიღება შეიძლება სატელიტიდან თანამედროვე DVB-S2 სტანდართის მიმღებით. HD ფილმების ყიდვა HD-DVD და Blu-Ray დისკებზე შეიძლება , დასაკრავად გესაჭიროებათ HD-DVD ან Blu-Ray Player-ი.
უმეტეს შემთხვევაში HDTV ვიდეო მასალა კოდირებულია კოდეკებით H.264 , MPEG-2 ან WMV . კომპიუტერზე საყურებლად გესაჭიროებათ თანამედროვე კომპუტერი ~2 GHz ან უფრო სწრაფი პროცესორით. ვიდეოების გასაშვებად ვიყენებთ HD player-ს და Divx ფაილის შემთხვევაში Divx Player-ს, რომელიც წარმატებით ართმევს თავს ვიდეოფაილების დიდ ფორმატების (განსხვავებით სხვა ფლეიერებისა).
HD ხარისხის ვიდეოების გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი მისამართიდან – www.stage6.com (თუმცა ავღნიშნავ რომ აქ განთავსებული ვიდეო ფაილები ყველა არაა HD ხარისხის)

ეკრანის სტანდარტული გარჩევადობა

ვიდეო ფორმატი(WxH) სახელი განმარტება
720×576 576i გამოიყენება D1/DV PAL – ში
704×576 576p გამოიყენება EDTV PAL – ში
720×480 480i გამოიყენება DV NTSC – ში
720×486 480i გამოიყენება NTSC (ITU-R 601) – ში
704×480 480p გამოიყენება NTSC – ში

სურათზე მოცემული გვაქვს ეკრანის არსებული ზომების შედარებითი გრაფიკი (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)
hdtv

მაღალი გარჩევადობის მქონე ეკრანი

მაღალი გარჩევადობის მქონე ეკრანი იყენებს მინიმუმ 720 ვერტიკალურ ზოლს.

გარჩევადობა (WxH) პიქსელი გრაფიკული პროპორცია ვიდეო ფორმატი განმარტება
1024×768 786,432 16:9 (არაკვადრატული პიქსელები) 720p/XGA გამოიყენება PDP -ში. HDTV ეკრანი არაკვადრატული პიქსელებით
1280×720 921,600 16:9 720p/WXGA გამოიყენება Digital television -ში. DLP, LCD და LCOS პროექციული HDTV ეკრანები
1366×768 1,049,088 16:9 720p/WXGA – HDTV სტანდარტის ფორმატი გამოიყენება LCD/PDP -ში. HDTV displays (HD Ready, HD Ready 720p,1080i)
1024×1080 1,105,920 16:9 (არაკვადრატული პიქსელები) 1080p გამოიყენება PDP -ში. HDTV ეკრანი (Full HD, HD Ready 1080p)
1280×1080 1,382,400 16:9 (არაკვადრატული პიქსელები) 1080p გამოიყენება PDP -ში. HDTV ეკრანი (Full HD, HD Ready 1080p)
1920×1080 2,073,600 16:9 1080p – HDTV სტანდარტის ფორმატი გამოიყენება HDTV ტექნოლოგიის ყველა ეკრანებში (Full HD, HD Ready 1080p)
3840×2160 8,294,400 16:9 2160p Quad HDTV, (there is no HD Ready 2160p Quad HDTV format)

დაუსრულებელი სტატია

კატეგორიებში: HD. |

დატოვე კომენტარი

...