HDMI
მაღალი გარჩევადობის მულტიმედიის ინფერფეისი (High-Definition Multimedia Interface)
მაღალი გარჩევადობის მულტიმედიის ინფერფეისი (HDMI) არის ლიცენზირებული აუდიო/ვიდეო ინტერფეისი არაკომპრესირებული ციფრული სტრიმინგის გადაცემისათვის.
HDMI გამოიყენება Blu-ray დისკის დამკვრელთან, პერსონალური კომპიუტერთან, ვიდეო თამაშსა ან AV რესივერთან თავსებადი ციფრული აუდიო და/ან ვიდეო მონიტორითან დასაკავშირებლად როგორც ციფრული ტელევიზია (DTV).
HDMI -ის კაბელს გააჩნია 19 გამოსასვლელი ფეხი (pin) მისი სტრუქტურა მოცემული გვაქვს ქვემოთ –
კაბელის ფეხების სტრუქტურა | ||
---|---|---|
Type A (Female) HDMI |
||
ფეხი 1 | TMDS Data2+ | |
ფეხი 2 | TMDS Data2 მცველი | |
ფეხი 3 | TMDS Data2– | |
ფეხი 4 | TMDS Data1+ | |
ფეხი 5 | TMDS Data1 მცველი | |
ფეხი 6 | TMDS Data1– | |
ფეხი 7 | TMDS Data0+ | |
ფეხი 8 | TMDS Data0 მცველი | |
ფეხი 9 | TMDS Data0– | |
ფეხი 10 | TMDS Clock+ | |
ფეხი 11 | TMDS Clock Shield | |
ფეხი 12 | TMDS Clock– | |
ფეხი 13 | CEC | |
ფეხი 14 | სარეზერვო (N.C. on device) | |
ფეხი 15 | SCL | |
ფეხი 16 | SDA | |
ფეხი 17 | DDC/CEC ჯგუფი | |
ფეხი 18 | +5 V ძაბვა | |
ფეხი 19 | სწრაფი შეერთების დეტექტორი (Hot Plug Detect) |
ვერსიების ისტორია
- HDMI 1.0
- HDMI 1.1
- HDMI 1.2
- HDMI 1.2a
- HDMI 1.3
- HDMI 1.3a
- HDMI 1.3b
ქვემოთ დეტალურად აღწერილია ისტორიული განვითარება –
HDMI 1.0 გამოვიდა 2002 წლის დეკემბერში.
- ერთ კაბელიანი ციფრული აუდიო/ვიდეო დამაკავშირებელი დიდი გამტარობით – 4.9 გბიტ/წ. გაუჩნდა 165 მგპიქსელი/წ ვიდეოს (1080p60 ჰერცი ან UXGA) და 8-არხი/192 კჰც/24-bit აუდიოს მხარდაჭერა.
HDMI 1.1 გამოვიდა 2004 მაისში.
- დამატებული იქნა DVD აუდიოს მხარდაჭერა.
HDMI 1.2 გამოვიდა 2005 აგვისტოში.
- დამატებული იქნა 8 არხამდე გაზრდილი One Bit Audio მხარდაჭერა, რომელიც გამოიყენება Super Audio CD-ში.
ხელმისაწვდომი გახდა HDMI-ის დაკავშირება პერსონალური კომპიუტერის მულტიმედია წყაროებთან. - PC წყაროების შესაძლებლობა YCbCr CE ფერების ზოლის დროს RGB ფერების ზოლის გამოყენების მხარდაჭერა.
- დაბალვოლტაჟიანი წყაროების მხარდაჭერა.
HDMI 1.2a გამოვიდა 2005 დეკემბერში.
- CEC (Consumer Electronic Control) -ის სრული სპეციფიკაცია, ბრძანებების მხარდაჭერა, და CEC -ის შესაბამისობის ტესტები.
HDMI 1.3 გამოვიდა 2006 წლის 22 ივნისი
- გაზრდილი იქნა ერთხაზიანი გამტარისურანიანობა – 340 მგჰ (10.2 Gbit/s)
- 30-bit, 36-bit, და 48-bit xvYCC ის მხარდაჭერა ძლიერი ფერებით ან 1 ბილინზე მეტი ფერით, წინა ვერსიებისგან განსხვავებით გაძლიერებული 24-bit sRGB და YCbCr.
- აუდიოს ავტომატური სინქრონიზაციის შესაძლებლობა (Audio video sync).
- Dolby TrueHD -სა და DTS-HD Master Audio stream-ის გამოსასვლელის მხადრაჭერა AV receiver-ის გარე დეკოდირების დროს. TrueHD და DTS-HD არის მცირე დანაკარგიანი აუდიო კოდეკის ფორმატი და გამოიყენება HD DVD და Blu-ray დისკებში. თუ დისკის დამკვრელს შეუძლია ასეთი სტრიმინგის დეკოდირება არაკომპრესირებულ აუდიოში, მაშინ, HDMI 1.3 არ არის აუცილებელი, ისევე როგორც ძველ ვერსია HDMI-ს შეუძლიათ არაკომპრესირებული აუდიოს ტრანსპორტირება.
- მინი კონექტორი ისეთი მოწყობილობებისთვის, მაგალითად როგორიცაა – camcorder.
HDMI 1.3a გამოვიდა 2006 წლის 10 ნოემბერს
- C ტიპისათვის კაბელის მოდიფიცირება.
- წყაროს რეკომენდირებული ზღვარი.
- მაქსიმალურად ამაღლებული იქნა ფიზიკური მდგრადობა.
- CEC სიმძლავრის ლიმიტი შეიცვალა.
- RGB ვიდეოს კვანტირების რიგის ამპლიტუდის გაწმენდა.
- ტაიმერის კონტროლის CEC ბრძანებები კონფლიქტის დროს.
- აუდიო კონტროლის ბრძანებების.
- ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე – სპეციფიკაციის ტესტი.
HDMI 1.3b გამოვიდა 2007 წლის 7 ოქტომბერს.
September 11th, 2008 at 5:13 pm
ძალიან მაგარიააააააა 🙂