Posts Tagged ‘Javascript’
ფონის ფერის სრული ავტომატური გრადაცია ბროუზერებში
ვერ მოვიფიქრე უფრო კარგად როგორ დამეწერე ამ ყველაფრის სათაური, აქ არის განხილული და მოცემული ერთგვარი სოლუშენი თუ როგორ გავუკეთოთ ჩვენს HTML დოკუმენტს ფონად გრადაციული სურათი, რომელიც არ არის ფიქსირებული სიგრძის სურათი და შესაბამისად დოკუმენტის სიგრძის მიუხედავად იგი გრძელდება მის ბოლომდე.
ფერები, RGB, HEX ამჯერად უკვე javascript-ში
დავიწყებ წინა პოსტის მსგავსად 🙂 – რამოდენიმე ხნის წინ დამჭირდა ფერების კოდის კონვერტაცია ერთმანეთში, კერძოდ, hex – rgb-ში და პირიქით, მოკლედ შემოგთავაზებთ php ფუნქციებს, რომლებიც… ოპ, ამჯერად შემოგთავაზებთ არა php არამედ javascript ფუნქციებს რომელიც შეგვისრულებს იგივე საქმეს რასაც ვაკეთებდით php-ით წინა პოსტში
Cut, Copy და Paste ფუნქცია ბროუზერებში
ალბათ ბევრგან შეგვხვედრია ვებ გვერდზე რაიმე ბმულის ან ტექსტის გასწვრივ წერია Copy, რომელმაც იდეაში მოცემული ბმული თუ რაიმე კონკრეტული ტექსტი უნდა დააკოპიროს თქვენს ბუფერში, თუმცა როგორც ეს ხშირად ხდება ესე არაა და Copy-ზე დაჭერისას დასაკოპირებელი ტექსტი უბრალოდ ინიშნება რომ მერე Ctrl+C ან კონტექსტური მენიუდან დააკოპირო ხელით. ეს ნიშნავს რომ ღილაკი Copy რეალურად კოპირება კი არაა, […]
გავხადოთ checkbox-ი უფრო ლამაზი
მაშ ასე, დღეს უკვე საუბარი ზედმეტია იმაზე რომ ვებ გვერდის დამზადება-შეფასებისას ყურადღება არამარტო ფუნქციონალობას ექცევა არამედ მის დიზაინსაც. ასე თუ ისე არსებულ DOM ელემენტებს შეგვიძლია მივცეთ სასურველი განსხვავებული დიზაინი. მაგრამ არის ელემენტები რომლებიც უკმეხად არიან სტილირებასთან და მისი ვიზუალური მხარის დატოვება გვიწევს ისევე როგორიც Default არის. დღეს მე შევეცადე გამელამაზებინა ე.წ. checkbox-ი. ამისთვის მე ავიღე […]
ვებ მედია ფლეიერები
დღეისთვის ვებ სივრცეში მეტად აქტუალური გახდა მედია კონტენტები. უფრო სწორედ რომ ვთქვათ მედია ფლეიერები რომლებიც ამ თუ იმ მედია ფაილის დაკვრას ემსახურებიან. თავიდან ძირითადში მოიპოვებოდა მედია ფლეიერი რომელიც წარმოადგენს windows media player-ის ვებ პლაგინს. ასევე არსებობდა და არსებობს ისეთი ვებ მედია ფლეიერების პლაგინები როგორიცაა Real player და QuickTime. შემდგომში გამოჩნდა Divx web Player-ისა და Gom […]
png -ს გამჭვირვალობის პრობლემა IE-ში
ოხ ეს საზიზღარი ნაცრისფერი ფონი რომელიც მოყვება png ფაილს IE-ში backround-ად. მისი მოგვარების გზა ბევრი მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ვიპოვე შემდეგში.დავალებას ვასრულებთ შემდეგი თანმიმდევრობით